понедельник, 29 апреля 2013 г.

თურქეთი: კურორტები

პამუკალე

გასაოცარი ადგილი თურქეთში, სადაც ორი ანტიკური ხანის საოცრებას ნახავთ. ქალაქ ხიერაპოლისის ნანგრევებსა და უნიკალურ თერმულ წყაროებს. თუ თქვენ ბუნებრივი სილამაზისა და უძველესი ცივილიზაციის მოყვარული ხართ, აუცილებლად უნდა ინახულოთ პამუკალე, რომელიც არამხოლოდ ისტორიული და კულტურული ფასეულობებით, არამედ ბუნებრივი მოვლენებითაცაა ცნობილი. სიტყვა პამუკალე ”ბამბის სიმაგრეს” ნიშნავს და სამკურნალო კურორტად არის აღიარებული, აქ თერმული წყლებითა და ტალახის ვანებით მკურნალობენ. წყალს აქ, რომელიც კალციუმითაა გამდიდრებული, საოცარი სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელი თვისებები გააჩნია. მკურნალობენ: რევმატიზმს, რაქიტს, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ, კანისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, ასევე ფსორიაზსა და ეგზემას, ხსნიან სტრესისა და დაღლილობის შემრძნებას, თუმცა საქმე მხოლოდ მკურნალობით არ ამოიწურება. პამუკალეში ბლომადაა გასართობი და ისტორიული ადგილები: ტრავერტინი-პამუკალეს ბუნებრივი პარკი, ხიერაპოლისი, ეფესი, კარახაიტი, აფროდისიასი-ანტიკური ქალაქები.

კანგალი

თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამკურნალო კურორტი, რომელიც ზღვის დონიდან 1650 მ-ზე მდებარეობს. ალბათ ბევრს სმენია ცნობილი ”თევზი-მკურნალის” შესახებ, რომელთა საშუალებით ხდება კანის დაავადების მთლიანი განკურნება. კურორტი განლაგებულია ანატოლიაში და გარს აკრავს მარადმწვანე ტყე. მისი თერმული წყაროები მდიდარია კალციუმითა და ცინკით. წყლის ტემპერატურა კი +35*+39*-ია. სამკურნალო აუზებშია სწორედ ის ორი სახის თევზი, რომელთა საშუალებითაც ხდება კინის დაავადებების მკურნალობა. რაც შეეხება კუჭის წყლულისა და გასტრიტის მკურნალობას-ისიც თერმული წყლის გამოყენებით ხდება. სრული კურსის გავლას მაქსიმალური ეფექტისათვის 21 დღე სჭირდება.

http://calypso.ge/index.php?option=com_content&view=category&layout=blog&id=38&Itemid=50&lang=ka

Комментариев нет:

Отправить комментарий